გლობალური საგრანტო პროგრამა (GSGP 2010-2011)
ღია საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს 2010-2011 სასწავლო წლისათვის საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამის მიზანია დახმარება გაუწიოს კვალიფიციურ სტუდენტებს დოქტორანტურის კურსები გაიარონ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კუთხით აზიის, ავსტრალიის, ევროპის, შუა და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.
სტიპენდია ფარავს დოქტორანტურის კურსის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნებისმიერ სპეციალობაში გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი დარგებისა:
- ბიზნეს ადმინისტრირება და მენეჯმენტი;
- კომპიუტერული მეცნიერებები;
- ფინანსები/საბანკო საქმე/მარკეტინგი;
- საინჟინრო საქმე;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და ა.შ.);
- მათემატიკა;
- სამედიცინო მეცნიერებანი.
GSGP პროგრამის სასტიპენდიო გრანტები განკუთვნილია მხოლოდ დოქტორანტურის კურსის გავლის მსურველი კანდიდატებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ GSGP პროგრამა წარმოადგენს დამხმარე პროგრამას და არ მოიცავს სასწავლო კურსთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ანაზღაურებას. ამდენად, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დამატებითი სახსრების სხვა წყაროებიდან დამოუკიდებლად მოძიების შესაძლებლობა.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადა აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ ამერიკის ან შუა აღმოსავლეთის უნივერსიტეტების დოქტორანტურაში სწავლის მსურველი კანდიდატებისთვის არის 2010 წლის 2 აპრილი, ხოლო მათთვის, ვისაც სურს დოქტორანტურის კურსის ევროპაში გავლა, საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ივნისი. აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები აღარ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, აგრეთვე სააპლიკაციო ფორმების მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდები:
www.soros.org/grants/oas
www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.