ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გლობალური გაცვლითი პროგრამა UGRAD

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს 2012-2013 წლისთვის გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას.

წარსულში ცნობილი ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს გამორჩეულ სტუდენტებს, ისწავლონ აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. გასული 12 წლის განმავლობაში ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სტუდენტმა ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. 2012-2013 წლის პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 135-მდე სტუდენტი ევრაზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, წყნარი ოკეანის აუზისა და ლათინო ამერიკული ქვეყნებიდან.

გლობალური პროგრამა წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის პროგრამას და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო. პროგრამის ყველა მონაწილე დაესწრება ლექციებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. პროგრამის მონაწილე ვალდებულია, შეასრულოს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივი საქმიანობა განთავსების ქალაქში სწავლების პირველ სემესტრში, ხოლო მეორე სემესტრში გაიაროს ნახევარგანაკვეთიანი სტაჟირება. სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტში სწავლობენ პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში და იცხოვრებენ ოჯახებში ან უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ხოლო მეორე, მესამე და მომდევნო კურსის სტუდენტები განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებში ან/და უნივერსიტეტებში და იცხოვრებენ უნივერსიტეტის სტუდენტურ  საერთო საცხოვრებელში.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს:
მხარდაჭერას J1 ვიზის მისაღებად, მოგზაურობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ ინსტიტუტებამდე აშშ-ში და უკან, სამედიცინო დაზღვევას, უნივერსიტეტის სწავლების საფასურს და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის დროს, თანხას წიგნის შესაძენად. ყოველთვიურ სტიპენდიასა და ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსებს და მოგვიანებით სხვა კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და ტრენინგების შესაძლებლობას.

ანკეტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 22 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები