ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა 2010-2011 სასწავლო წლისათვის
ღია საზოგადოების ინსტიტუტი და მაასტრიხტის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად: ევროპეისტიკა; ევროპული საზოგადოებრივი პოლიტიკა; ევროპის ანალიზი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს. განმცხადებლები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ სრულ დაფინანსებას 18 თვის განმავლობაში მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სასწავლებლად.
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 8 თებერვალი.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:www.cie.ge
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)