ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ღია საზოგადოების ინსტიტუტის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის 2010–2011 სასწავლო წლისათვის

ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI) აცხადებს კონკურსს სრული და ნაწილობრივი სტიპენდიების მოსაპოვებლად 2010–2011 სასწავლო წლისათვის ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUBG) მთელ რიგ სპეციალობებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე წარჩინებულ სტუდენტებს.

სრული სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია და ითვალისწინებს სასწავლო გადასახადის, დაბინავების, სასწავლო მასალების, კვების, მგზავრობის, ვიზის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში ცხოვრების ოფიციალური ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად ანაზღაურებას.
ნაწილობრივი სტიპენდიები ინიშნება აკადემიური წარმატებისა და სხვა გარემოებების  გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL ტესტში, იელტური შეფასებით და მათთან გათანაბრებულ სხვა პროგრამებში მიღებული ოფიციალური შეფასებები);
•    დიპლომის ასლი აკადემიური მოსწრების ამსახველ დოკუმენტაციასთან ერთად;
•    სამი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისაგან;
•    სამოტივაციო ესსე, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ აპირებს კანდიდატი ბულგარეთში სწავლის პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას.
•    მშობლიურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარების შედეგად მიღებული შეფასებები (უნდა გაიგზავნოს უშუალოდ უნივერსიტეტის მიერ).

2011 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები