ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სტიპენდიები

ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში (AUBG) აცხადებს კონკურსს ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სტიპენდიის მოსაპოვებლად 2010/2011 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო ფაკულტეტებზე:

ბიზნეს ადმინისტრაცია;ეკონომიკა;კომპიუტერული მეცნიერებები;ისტორია და ცივილიზაცია;საინფორმაციო სისტემები;ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციები;პოლიტიკური მეცნიერება/საერთაშორისო ურთიერთობები;მათემატიკა;სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპეისტიკა.

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია. ღია საზოგადოების ინსტიტუტი აბიტურიენტებს სთავაზობს, როგორც სრულ სტიპენდიას, ასევე ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებასაც.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის სრული სტიპენდია ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და სტუდენტური აქტივობისათვის განკუთვნილ თანხებს. სტუდენტს გადასახდელი ექნება ვიზის, მგზავრობის, კვების, წიგნების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ბულგარეთში დროებით ცხოვრების უფლების ღირებულება. ნაწილობრივი ფინანსური დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება აპლიკანტთა აკადემიურ მოსწრებასა და მათი ოჯახების ეკონომიურ მდგომარეობაზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებსაც. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.aubg.bg.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები