ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ღია საზოგადოების ფონდებისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის სასწავლო გრანტები 2011-2012 წლისათვის

საერთაშორისო განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთწლიან მაგისტრატურაში სასწავლებლად  სოციალურ მეცნიერებებსა და ჰუმანიტარულ დისციპლინებში.
 
ძირითადი მოთხოვნები:

•    პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში  მცხოვრები საქართველოს  მოქალაქეები;
•    უნდა თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ ენას. კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის (IELTS)  ჩაბარება. გამსვლელი ქულა 7,5 (არანაკლებ 7 ქულისა თითოეულ სექციაში);
•    ჰქონდეთ დამთავრებული ბაკალავრიატი, ან იღებდნენ შესაბამის  დიპლომს არა უგვიანეს 2011 წლის სექტემბრისა;
•    სწავლის დამთავრების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში;
•    უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, ვისაც არ უსწავლიათ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებელში.

განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 12 იანვარი, 2011 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები