ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანულ-კავკასიური საზაფხულო სკოლა ,,ევროპული სისხლის სამართალი” 28 სექტემბერი - 6 ოქტომბერი 2011, ბათუმი

ცხადდება საზაფხულო სკოლა ევროპულ სისხლის სამართალში.

თემები: შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში, ევროპული ეკონომიკური სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, განსაკუთრებით სამაგისტრო პროგრამებიდან, აგრეთვე პრაქტიკოს იურისტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მგზავრობის, ცხოვრების, კურსის და სხვა ხარჯები ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მიერ. ყველა მონაწილე მიიღებს ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისგან სერტიფიკატს.

სამუშაო ენა: მოხსენებები წაიკითხება გერმანულ ენაზე. მონაწილეებს გთავაზობთ სინქრონულ თარგმანს ქართულად, ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი ასევე კურსის მასალებიც.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ივლისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები