ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ვაიმარის საზაფხულო სკოლის პროგრამა

გერმანიის  ვაიმარის უნივერსიტეტის ბაუჰაუსის საზაფხულო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ორკვირიანი საზაფხულო კურსების გასავლელად. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები იცხოვრებენ ქალაქ ვაიმარში და მონაწილეობას მიიღებენ ტექსტებზე მუშაობაში, სხვა მონაწილეებთან აზრთა გაცვლა - გამოცვლაში და გაეცნობიან „ტყუპი ქალაქების“ ვაიმარისა და იენას მრავალფეროვან კულტურულ შედევრებს: არქივებს, მუზეუმს, ბიბლიოთეკებსა და მონუმენტებს. პროგრამა ჩატარდება 2011 წლის 13 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით.

პროგრამა ითვალისწინებს ექვსი სასწავლო კურსის გავლას მინიმუმ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან შემდეგი სფეროებით: ლიტერატურა, ფილოსოფია, კულტურის ისტორია და  სხვა სპეციალობები.

პროგრამის ძირითად სამუშაო ენას წარმოადგენს გერმანული, რის გამოც მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს მოეთხოვებათ აღნიშნული ენის სრულფასოვნად ცოდნა.

მიმდინარე 2011 წლისათვის სტიპენდიებით დაფინანსდება შემდეგი სფეროები:ევროპული კულტურა და მედია, მათემატიკური მოდელირება და ექსპერიმენტების წარმოება, საინჟინრო საქმე და გარემოს დაცვა. მოცემული სტიპენდიები შეღავათს გაუწევენ პროგრამის მონაწილეებს სასწავლო გადასახადებთან, ჯანმრთელობის დაზღვევასთან, მგზავრობასთან და სხვა აუცილებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ორ კვირიანი შემცირებული სასწავლო გადასახადი სტუდენტებისა და ალუმნებისათვის  შეადგენს 350 ევროს.

სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები