ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა - გერმანული ენის კურსები

გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „სანს სუსი“ (გერმანია) 2011 წლის 3 აგვისტოდან 25 აგვისტომდე უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს გერმანული ენის შემსწავლელი კურსის გავლას B1 დონიდან. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ კრედიტებსა და ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის სერთიფიკატებს. კურსის თემატიკა შედგება გერმანულის, როგორც უცხო ენის, გერმანიის ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობის ძირითადი საკითხებისგან. პროგრამის სრული ღირებულება შეადგენს 590 ევროს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში პოტსდამის უნივერსიტეტში პირადად უნდა წარადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
•    უნივერსიტეტში ჩასარიცხი შევსებული სააპლიკაციო ფორმა პასპორტის ზომის 2 ფოტოსურათთან ერთად;
•    ჩარიცხვაზე პოტსდამის უნივერსიტეტის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
•    საშუალო განათლების  ატესტატის ორიგინალი;
•    დიპლომის ან სემესტრის დახურვის დამადასტურებელი ორიგინალები მშობლიური უმაღლესი სასწავლებლიდან;
•    გერმანული ენის პროგრამის გასავლელად საკმარის დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
•    საზღვარგარეთის პასპორტი ვადიან სტუდენტურ ვიზასთან ან გერმანიაში ცხოვრების უფლების ქონის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, რომლებიც არ უნდა კრძალავდნენ პოტსდამის უნივერსიტეტში განათლების მიღებას;
•    პირადობის მოწმობის ან საზღვარგარეთის პასპორტის იმ გვერდის ასლი, რომელიც შეიცავს პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს;
•    თუ სტუდენტს უკვე სწავლობს გერმანიის სხვა უმაღლეს სასწავლებელში, წარდგენილ უნდა იქნას პოტსდამის უნივერსიტეტში გადასვლის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი სტუდენტთა რეგისტრატურიდან;
•    ჯანმრთელობის დაზღვევის ვადიანი პოლისი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები