გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა
გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო პროგრამაზე „გლობალიზაციის კრიტიკული დანამატები“ სტუდენტების მიღებას. პროგრამა ხელმისაწვდომია მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელი სტუდენტებისთვის შემდეგი სფეროებიდან: აფრიკული სწავლებანი, კულტურული სოციოლოგია, აღმოსავლეთ - ცენტრალური ევროპის კულტურული სწავლებანი, გლობალური სწავლებანი, ისტორია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, იაპონური სწავლებანი, აღმოსავლეთმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებანი და ეკონომიკა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ელექტრონულად გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
• პროგრამით გათვალისწინებული სფეროებიდან ერთ - ერთში მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• სადოქტორო ნაშრომის თეზისები ზემოთჩამოთვლილთაგან ერთ - ერთ კვლევით სფეროში, აგრეთვე თანამედროვე და განხორციელებადი სამ წლიანი სამუშაო გეგმის აღწერა (მაქსიმუმ 3000 სიტყვა);
• ორი სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი კცვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან;
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.