ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ჰასო პლატნერის ინსტიტუტის სადოქტორო სტიპენდიები საინფორმაციო ტექნოლოგიებში

გერმანიის ჰასო პლატნერის ინსტიტუტი (HPI) წარმოადგენს კერძო დაფინანსებაზე მყოფ უნივერსიტეტს, რომელიც პარტნიორობაში იმყოფება პოტსდამის უნივერსიტეტთან და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობებს შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გამოცდილება.

ამჟამად ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას 8 სადოქტორო (თვიური ანაზღაურება 1400/1500/1600 ევრო) და 2 სადოქტოროს შემდგომ კვლევაზე (თვიური ანაზღაურება 1800 ევრო) სტიპენდიის მისაღებად. სწავლის დაწყების თარიღია 2010 წლის 1 ოქტომბერი.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის (სადოქტორო სტიპენდიებისათვის) ან დოქტორის (პოსტსადოქტორო სტიპენდიებისათვის) სამეცნიერო ხარისხს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები