ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მოკლევადიანი ტრენინგები

ერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს საბუთების მიღებას საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სფეროში მოკლევადიანი ტრენინგების ჩატარების მიზნით. პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
•    დაავადებათა რისკის შემცირება განვითარების მიზნის ქვეშ გაერთიანებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა;
•    კონფლიქტების მართვა და ტრანსფორმაცია;
•    განვითარების მიზნებისთვის შემუსავებული პროექტების მართვა;
•    ზეგავლენასა და სასურველი შედეგების მიღებაზე ორიენტირებული მონიტორინგი. პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ჰუმანიტარულ/სახელოვნებო ან ზუსტ მეცნიერებებში. ამასთანავე, სავალდებულოა ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა. თითოეული სასწავლო კურსის ღირებულებაა 500 ევრო. წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ გერმანიის ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ან წარსულში სამშობლოშივე აქვთ მიღებული გერმანიის მიერ უცხოელთათვის გამოყოფილი სტიპენდიები, პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო გადასახადის ნაწილობრივ ამანაზღაურებელი სტიპენდიების მიკუთვნებას.
 
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები