ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო სტიპენდიებს ფიზიკის, ეკონომიკისა და სხვა მეცნიერებების მიმართულებით. სტიპენდიის ხანგრძლივობა შეადგენს სამ წელს. სტიპენდია ითვალისწინებს გერმანიაში სწავლისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ხარჯის სრულად ანაზღაურებას.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს ზემოთ აღნიშნულ მეცნიერებებში. 
სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა  ელ–ფოსტის მისამართებზე ე.წ. PDF ფორმატში უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    შევსებული სააპლიკაციო ფორმა თანდართულ საკონტაქტო ინფორმაციასა და ორ სარეკომენდაციო წერილთან ერთად;
•    რეზიუმე (CV);
•    მიღებული დიპლომებისა და სერთიფიკატების ასლები;
•    კვლევითი საქმიანობის განხორციელების ინტერესთა სფეროს მონახაზი;
•    სასურველია დამუშავებული ნაშრომის თეზისები.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 13 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცეტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები