გერმანიის ბერლინის საზაფხულო სკოლა სოციალურ მეცნიერებებში
გერმანიის ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან არსებული სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის საერთაშორისო სტუდენტებისთვის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა გაიმართება ბერლინში 2011 წლის 17 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მონაწილეთა მეთოდოლოგიური კვალიფიკაციის ამაღლებას დაკავშირების თეორიისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული კვლევების განხორციელების მიმართულებით. პროგრამა ძირითად ფოკუსირებას მოახდენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატია და დემოკრატიზაცია, სოციალური უთანასწორობა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება გლობალიზაციის პროცესში მყოფ მსოფლიოში. პროგრამა განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სადოქტორო კვლევით ნაშრომზე მუშაობა ან გააჩნიათ მოცემული ნაშრომის დეტალური გეგმა. პროგრამის ყველა მონაწილეს სრულად აუნაზღაურდება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული, აგრეთვე მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- რეზიუმე (CV);
- არაუმეტეს 500 სიტყვისაგან შემდგარი სამოტივაციო წერილი;
- დასამუშავებელი სადოქტორო კვლევითი ნაშრომის მოკლე დახასიათება.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.