გეიტსის კემბრიჯის სტიპენდია
ბილ გეიტსის ფონდი ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს კემბრიჯის უნივერსიტეტში პოსტსაბაკალავრო დონეზე სწავლის მსურველთა დასაფინანსებლად.
ფონდის ძირითადი მოთხოვნები:
ა) აპლიკანტი არ უნდა იყოს ინგლისის მოქალაქე;
ბ) აპლიკანტი ჩარიცხული უნდა იყოს კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლების პოსტსაბაკალავრო საფეხურზე არსებულ ნებისმიერ სპეციალობაზე;
გ) თუ აპლიკანტი უკვე კემბრიჯის სტუდენტია, სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აგრძელებს სწავლას სწავლების შემდგომ საფეხურზე.
საჭირო დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• ნიშნების ფურცელი;
• სარეკომენდაციო წერილები (2 აკადემიური და 1 პერსონალური);
• ინგლისური ენის ტესტის ქულები;
• სხვა დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა კონკრეტულ კურსზე ჩასარიცხად.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 2 დეკემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 2012 წლის მარტის თვის ბოლოს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.