ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

განმეორებითი მოწვევები ყოფილი სტიპენდიანტებისთვის

კონტაქტების შესანარჩუნებლად DAAD-ს ყოფილ ერთწლიან სტიპენდიანტებს, ასევე ალუმნებს, რომელთაც მინიმუმ ერთი წელი ისწავლეს გერმანიაში, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში განმეორებითი მოწვევის მისაღებად და განახორციელონ კვლევა გერმანიის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ან კვლევით ინსტიტუტში.

კვლევითი სტიპენდიის ხანგრძლივობა, კვლევითი პროექტიდან გამომდინარე, შეიძლება განისაზღვროს ერთიდან სამ თვემდე.

სტიპენდია შესაძლოა ძალაში შევიდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი (იგულისხმება არა დედანი, არამედ ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი და მისი ორი ასლი).

მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი ნოტარიუსის გარდა შესაძლოა დაამოწმოს უმაღლესმა სასწავლებელმა.

ფორმულარი ივსება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. არჩევანი კეთდება იმ ენის სასარგებლოდ, რომელზეც დაგეგმილია კვლევა.

საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.

• ლურჯი ფორმულარი

• 3 ფოტოსურათი (გთხოვთ, ჩააკრათ ფოტო სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ადგილას)

• ავტობიოგრაფია (CV)

• სამეცნიერო პუბლიკაციების სია

• კვლევითი პროგრამის დაწვრილებითი აღწერა (Forschungsvorhaben)

• ჩასატარებელი კვლევის დროისა და ადგილის გეგმა

• გერმანელი პროფესორის მოწვევა, რომელიც კონკრეტულად ეხება კვლევით პროგრამას.

• მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომის ასლი (ინგლისურად გაცემულ დოკუმენტებს არ ესაჭიროებათ თარგმანი. მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომის ასლი მოწმდება ნოტარიუსის ან უნივერსიტეტის მიერ). არასრული საბუთები არ განიხილება !

2009 წლის 30 ოქტომბრის (18:00 სთ.) შემდეგ საბუთები აღარ მიიღება !!!

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები