”განათლების, პრაქტიკის და კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო მესე”
2010 წლის 23-24 აპრილს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტარდება "განათლების, პრაქტიკის და კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო მესე", სადაც მონაწილეობას მიიღებს 25 ქვეყნის 170 საგანმანათლებლო ორგანიზაცია. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ სტენდზე პრეზენტაცია გააკეთონ მათ ქვეყანაში სწავლებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
www.studyworld2010.com
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)