გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს მუნდუსის გარე–თანამშრომლობის ფანჯარა /ლოტი 6/-ის ფარგლებში მობილობის გრანტების მოსაპოვებლად
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა: 23 აგვისტო, 2010.
საბაკალავრო პროგრამები
მესამე სამიზნე ჯგუფისთვის (დევნილის სტატუსის მქონე ბაკალავრიატის სტუდენტები)
• ალექსანდრეს ტექნიკური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, თესალონიკი, საბერძნეთი - 2 სტიპენდია
• სვონსის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო - 1 სტიპენდია
• რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია - 1 სტიპენდია
• რეზეკნეს უმაღლესი სკოლა, ლატვია - 1 სტიპენდია
• ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბელგია - 1 სტიპენდია
მესამე სამიზნე ჯგუფისთვის განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:
• ერაზმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამოწმებული ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• ინგლისური (ან/და ბერძნული, იტალიური, ლატვიური, ბელგიური) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• იძულებით გადაადგილებულის/ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით).
სამაგისტრო პროგრამები
მეორე სამიზნე ჯგუფისთვის (საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები ან მაგისტრატურის I კურსის სტუდენტები)
• სვონსის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო - 1 სტიპენდია
1. Masters of Business Administration (MBA)
2. MBA (Education Management)
3. MBA (Enterprise)
4. MBA (Information Systems)
5. MBA (International Business)
6. MBA (International Tourism)
7. Public Services MBA
8. Post Graduate Diploma in Business
9. Post Graduate Certificate in Business
10. Environmental Management and Conservation
• რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია - 1 სტიპენდია
1. Computer Engineering
2. Artificial Intelligence and Robotics
3. Advanced Economics: Curriculum Economic Analysis
4. Advanced Economics: Curriculum European Studies
5. Political Economy: Curriculum Economic Policy and Institutions
მეორე სამიზნე ჯგუფისთვის განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:
• ერაზმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• ბაკალავრის დიპლომი და ნიშნების ფურცელი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებისთვის) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
• ინგლისური (ან/და იტალიური) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით);
• სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.
მესამე სამიზნე ჯგუფისთვის (ბაკალავრიატის დევნილი კურსდამთავრებულები ან მაგისტრატურის I კურსის სტუდენტები)
• სვონსის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო - 1 სტიპენდია
1. Masters of Business Administration (MBA)
2. MBA (Education Management)
3. MBA (Enterprise)
4. MBA (Information Systems)
5. MBA (International Business)
6. MBA (International Tourism)
7. Public Services MBA
8. Post Graduate Diploma in Business
9. Post Graduate Certificate in Business
10. Environmental Management and Conservation
• რუსეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი - 1 სტიპენდია
Master Degree of European Studies
• რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია - 1 სტიპენდია
1. Computer Engineering
2. Artificial Intelligence and Robotics
3. Advanced Economics: Curriculum Economic Analysis
4. Advanced Economics: Curriculum European Studies
5. Political Economy: Curriculum Economic Policy and Institutions
• ვიანა დო კასტელოს უნივერსიტეტი, პორტუგალია - 1 სტიპენდია
1. Innovative Tourism Development
2. Information Systems Technology and Management
• ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბელგია - 1 სტიპენდია
შემოთავაზებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები: http://www.vub.ac.be/english/infoabout/education/bama/masters.html
მესამე სამიზნე ჯგუფისთვის განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:
• ერაზმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• ბაკალავრის დიპლომი და ნიშნების ფურცელი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• ინგლისური (ან/და ბულგარული, იტალიური, პორტუგალიური, ბელგიური) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• იძულებით გადაადგილებულის/ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით).
სადოქტორო პროგრამები
მესამე სამიზნე ჯგუფისთვის (დევნილის სტატუსის მქონე დოქტორანტურის სტუდენტები ან/და მაგისტრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულები)
• ალექსანდრეს ტექნიკური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, თესალონიკი, საბერძნეთი - 1 სტიპენდია
მესამე სამიზნე ჯგუფისთვის განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:
• ერაზმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• მაგისტრის დიპლომის ასლი;
• დიპლომის დანართი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის) (დოკუმენტის ოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი);
• ინგლისური (ან/და ბერძნული) ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• იძულებით გადაადგილებულის/ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე და ნოტარიალურად დამოწმებული);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით);
• ცნობა სამსახურიდან (არსებობის შემთხვევაში) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ინგლისური თარგმანი).
როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საბუთების ჩაბარების მსურველებმა სააპლიკაციო პაკეტი (შესაბამისი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) უნდა გააგზავნონ პირდაპირ მიმღებ უნივერსიტეტში. ამასთანავე, ერაზმუს მუნდუსის შევსებული აპლიკაციის ფორმა ელ–ფოსტით უნდა გაეგზავნოს პროექტის საკონტაქტო პირს მარია პანიდუს – panidou.maria@teithe.gr და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს – erasmus@tsu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.erasmusmundus5.gr.