გაცვლითი პროგრამა მაგისტრანტებისათვის - ფრიბურგის უნივერსიტეტი - სრული სტიპენდიები
"კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი" (Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.
პროგრამის ფარგლებში, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი სემესტრის განმავლობაში (სექტემბერი, 2011 წელი - იანვარი, 2012 წელი) ისწავლონ ფრიბურგის უნივერსიტეტში და აირჩიონ კურსები შემდეგ მიმართულებებში:
• ისტორია;
• ფილოსოფია;
• სოციოლოგია;
• პოლიტიკური მეცნიერებები.
სტიპენდია ფარავს სწავლისა და საცხოვრებელი ადგილის ხარჯებს 5 თვის მანძილზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.