ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გაცვლითი პროგრამა

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2013-2014 სასწავლო წლისთვის.

ჩეხურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამისთვის გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მშენებლობა, ტექნიკური მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ინფორმატიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).

ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები გამოყოფილია ინფორმატიკის და სოფლის მეურნეობის სპეციალობებზე. აპლიკანტებმა საბუთებს უნდა დაურთონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საბუთები უნდა აიტვირთოს 2012 წლის 7 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე:

http://registr.dzs.cz/registr.nsf

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია: http://www.msmt.cz/international-cooperational/government-scholarship-developing-countries

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები