ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ფულბრაიტის ყოველწლიური სტიპენდიის პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს ქართველი მკვლევრებისთვის ფულბრაიტის ყოველწლიური სტიპენდიის (2012-2013) მოსაპოვებლად.

ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა შექმნილია მკვლევრებისთვის (junior and senior), უნივერსიტეტის ლექტორებისთვის და საქართველოს აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი, ჩაატარონ პოსტსადოქტორო კვლევა, ლექცია ან კვლევა-ლექცია აშშ-ში.

ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა  არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიპენდია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სთავაზობს ქართველ  სწავლულებს. კანდიდატების შერჩევა  ხდება ღია კონკურსის საფუძველზე აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ.

კანდიდატი აუცილებელია, მოღვაწეობდეს საქართველოს ერთ-ერთ  უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უნარი და სურვილი, ჩაატარონ კვლევები/ლექციები აშშ-ს ინსტიტუტებში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა კოლეგებს.

ფულბრაიტის პროგრამა  მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია არა მხოლოდ მეცნიერისთვის, არამედ იმ უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და ფაკულტეტისთვის, რომელსაც მკვლევარი წარმოადგენს.  ფულბრაიტის მეცნიერები არიან „კულტურის ელჩები“ და მათ უნდა წარუდგინონ თავიანთი ქვეყანა, კულტურა და კვლევა აკადემიურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა   დაიწყო 1946 წელს. პროგრამის ფარგლებში ათასობით მეცნიერმა ჩამოაყალიბა გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში, განახორციელა ერთობლივი კვლევები, გამოსცა მეცნიერული პუბლიკაციები და ა.შ.

განმცხადებლის კვლევის საგანი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სფეროდან ერთ-ერთს:

აგროკულტურა, ამერიკათმცოდნეობა, ბიოლოგია, ბიზნეს-ადმინისტრირება, ქიმია, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, გარემოს მეცნიერებები, კინოხელოვნება, ინფორმაციული მეცნიერებები, ისტორია, ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, საბიბლიოთეკო მეცნიერება, მათემატიკა, სამედიცინო მეცნიერებები, ფიზიკა, პოლიტიკური მეცნიერება, ფსიქოლოგია, საჯარო ადმინისტრირება, ჯანდაცვა, სოციალური საქმე, სოციოლოგია, ინგლისურის სწავლება (როგორც უცხო ენა), თეატრი, ურბანული დაგეგმარება.
 
საჭირო მოთხოვნები:
 
•         აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
•         ფლობდეს საქართველოს აკადემიური სასწავლებლის სადოქტორო ან ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამაგისტრო ხარისხს;
•         ფლობდეს (ზეპირ და წერით)ინგლისურ ენას;
•         აპლიკანტი მიიღებს J-1 ვიზას, რაც  გულისხმობს, რომ საგრანტო პერიოდის დასრულების შემდეგ კანდიდატებს შეეხებათ საქართველოში დაბრუნებისა და 2-წლიანი ცხოვრების ვალდებულება;
•         ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

შენიშვნა: პირებს, რომლებსაც სურთ მუდმივი საცხოვრებელი აშშ-ში, არ იქნებიან შერჩეულნი.

პროცედურები

ყველა დაინტერესებულმა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს, უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა https://apply.embark.com/student/fulbright/scholars

ონლაინ-აპლიკაცია მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:
•         პროექტის განაცხადის დეტალები;
•         დეტალური რეზიუმე;
•         სამი სარეკომენდაციო წერილი;
•         ბიბლიოგრაფია (კვლევითი განაცხადი) ან /და კურსის სილაბუსი (სალექციო განაცხადი);
•         მოწვევა აშშ-ს ინსტიტუტიდან (არჩევითი);
•         დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
•         პასპორტის ასლი.

ონლაინ-აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა  7 ნოემბერი, 2011წ.. შერჩეული კანდიდატები დაბარებულები იქნებიან გასაუბრებაზე ნოემბრის ბოლოს. ფინალური შერჩევა - 2012 წლის დასაწყისში.

პრეზენტაციები ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამის შესახებ გაიმართება 6 ოქტომბერს, 17:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  II კორპუსი, ოთახი N135.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 3

12 ოქტომბერი, 17:00 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 101-ე აუდიტორია.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 32.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ თეა კუჭუხიძეს KuchukhidzeT@state.gov Tel.: 27 71 48.

ბანერები