ფულბრაიტის სტიპენდიების პროგრამა 2011 – 2012 სასწავლო წლისათვის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს ფულბრაიტის სტიპენდიების პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა განკუთვნილია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი უმცროსი და უფროსი მკვლევარებისათვის, უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებისა და ექსპერტებისათვის და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• სოფლის მეურნეობა;
• ამერიკათმცოდნეობა;
• ბიოლოგია;
• ბიზნესის ადმინისტრირება;
• ქიმია;
• ეკონომიკა;
• განათლება;
• საინჟინრო საქმე;
• გარემოს დაცვა;
• კინოხელოვნება;
• ისტორია;
• ინფორმატიკა;
• ჟურნალისტიკა;
• სამართალი;
• საბიბლიოთეკო მეცნიერებები;
• მათემატიკა;
• მედიცინა;
• ფიზიკა;
• პოლიტიკური მეცნიერებები;
• ფსიქოლოგია;
• საჯარო ადმინისტრირება;
• საჯარო/გლობალური ჯანმრთელობა;
• სოციალური სამუშაო;
• სოციოლოგია;
• ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლება;
• თეატრმცდნეობა;
• ურბანული დაგეგმარება.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეობა;
• ფლობდნენ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (სამშობლოში) პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებში ან მაგისტრის ხარისხს ევროპული ან ამერიკული უმაღლესი სასწავლებლიდან;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას;
• შეეძლოთ J-1 ვიზის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემთ დაბრუნდნენ სამშობლოში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში პროგრამის დასრულებიდან;
• შეეძლოთ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა.
საჭირო საბუთები:
• სამოტივაციო წერილი;
• რეზიუმე (CV);
• სამი სარეკომენდაციო წერილი;
• ბიბლიოგრაფია (მკვლევარისათვის) ან/და საკურსო სილაბუსი (ლექტორისათვის);
• მოწვევის წერილი შერჩეული ამერიკული უნივერსიტეტიდან;
• დოქტორის დიპლომის ფოტოასლი;
• პასპორტის ასლი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.