ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

,,ფულბრაიტის’’ პროგრამა 2010-2011

ამერიკის საელჩო 2010-2011 წლისათვის აცხადებს კონკურს "ფულბრაიტის'' პროგრამაზე. "ფულბრაიტის" პროგრამა საშუალებას აძლევს დოქტორის ხარისხის მფლობელ ქართველ მკვლევარებს, უნივერსიტეტის ლექტორებსა და სხვადასხვა აკადემიური დაწესებულებების ექსპერტებს აშშ-ში განახორციელონ 5-10 თვიანი კვლევითი ან სასწავლო პროექტები. კანდიდატები შეირჩევა აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ.

სასურველი მოთხოვნები:

• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

• კანდიდატი უნდა ფლობდეს ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტის დოქტორის/მაგისტრის ხარისხს;

• კანდიდატი ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (წერა/ზეპირი);

• კანდიდატს უნდა შეეძლოს ამერიკის (J-1) ვიზის აღება;

• გრანტის დასასრულისათვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი სამედიცინო დასკვნა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://apply.embark.com/student/fulbright/scholars

მხოლოდ არჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინტერვიუ დეკემბრის თვეში.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/fulbright-program.html

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები