ფრანკფურტ ოდერის ევროპული უნივერსიტეტის (ვიადრინა) მოკლევადიანი საზაფხულო სასწავლო პროგრამა
ფრანკფურტ ოდერის ევროპული უნივერსიტეტი (ვიადრინა) აცხადებს საზაფხულო მოკლე ვადიან სასწავლო პროგრამას. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაიღმავონ ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებში და შეიძინონ ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება ორ ქვეყანაში: გერმანიასა და პოლონეთში. კონკურსში მონაწილეობის მისაღება შეუძლიათ სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის მიმართულებებში წარჩინებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს. პროგრამა ხორციელდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. აქედან გამომდინარე, სავალდებულოა აღნიშნული ენის სრულფასოვნად ფლობა.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის საფასური შეადგენს 250 ევროს, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესთან, სასწავლო მასალებთან და პროგრამის გავლასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს. საზაფხულო უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურ DAAD-თან თანამშრომლობით უცხოელი სტუდენტებისათვის გამოყოფს 25 სტიპენდიას, რომელიც ფარავს სასწავლო, დაბინავებისა და მგზავრობის ხარჯებს და აგრეთვე მოიცავს ერთჯერად ანაზღაურებას 200 ევროს ოდენობით კვებისა და სხვა საარსებო ხარჯებისათვის. აღსანიშნავია, რომ სტიპენდიის მოთხოვნის განაცხადი გაგზავნილ უნდა იქნას ვიადრინას საზაფხულო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნის განაცხადთან ერთად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა (Word 97-2003 ან PDF ფორმატში);
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (6.5–7.5 ქულა იელტური შეფასებით);
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი (ერთი გვერდი);
• სარეკომენდაციო წერილი (უნივერსიტეტის პროფესორისგან ან ხელმძღვანელისგან);
• ყველა დოკუმენტაცია იგზავნება ინგლისურ ენაზე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11