ფორუმი განათლება საზღვრებს გარეშე 2011
მე-6 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - განათლება საზღვრებს გარეშე- ჩატარდება 2011 წლის 28-31 მარტს. კონფერენცია იწვევს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტებს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული ფორუმი უმთავრესად მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: განათლება; ეკონომიკა, მეცნიერება, საინჟინრი საქმე და ტექნოლოგიები, თანამედროვე განახლებული მედია, პოლიტიკა: საადვოკატო საქმე, დიპლომატია, ბიზნესი და ა.შ.
კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებს ან ფლობდნენ შესაბამის სამეცნიერო ხარისხს. აღნიშნულმა სტუდენტებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ საკონკურსო ნაშრომების თეზისები (მაქსიმუმ 200 სიტყვა).
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.