ფონდი "კურაციოს" სტიპენდიის პროგრამა
საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აცხადებს მისივე სახელობის სტიპენდიის პროგრამას 2011-2012 წლებისთვის.
ვის შეიძლება მიენიჭოს: სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.
რა დაფინანსდება და რა სახით: სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის სხვა წამახალისებელი ფაქტორები სტუდენტისთვის:
• საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" სახელობის სტიპენდიის სიგელი;
• სტაჟირების შესაძლებლობა "კურაციოში";
• კურაციოს ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე, რეკომენდაციების გამოყენება წარმოდგენილი კვლევის პროექტის განხორციელების შემთხვევაში;
• კვლევის განხორციელების პერიოდში "კურაციოში" არსებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• თანდართული განაცხადის ფორმა;
• სამოტივაციო წერილი;
• 4 სარეკომენდაციო წერილი: ერთი სამუშაო ადგილიდან (თუ ასეთი არსებობს), სამი-პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან. (ინსტრუქციისათვის იხ. თანდართული განაცხადის ფორმა);
• აკადემიური მოსწრება - ერთი პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან;
• ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების დოკუმენტი;
• პროფ. ავტობიოგრაფია - CV;
• კვლევის პროექტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ან მასთან ახლო კავშირში მყოფ თემაზე - მიზანი, მეთოდოლოგია და ა.შ. (რომლის პრეზენტაციაც გაკეთდება შესარჩევი კომისიის წინაშე).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ოქტომბერი.
შერჩევის პროცესი და ვადები:
• განაცხადების მიღება: 10 ოქტომბრამდე
• განაცხადების გადარჩევა: 30 ოქტომბრამდე
• გასაუბრება და კვლევითი პროექტის პრეზენტაცია შესარჩევ კომისიასთან: ნოემბრის პირველი ორი კვირა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.