ფონდ ”საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამების” კონკურსი
ფონდი ”საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პროგრამები” (სსსპ) აცხადებს კონკურსს “მე - ახალგაზრდა მეცნიერი” ორ ასაკობრივ ჯგუფში:
ა) სკოლის მოსწავლეთათვის "15-დან 19 წლამდე";
ბ) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის შემდეგ სპეციალობებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი.
კონკურსში მონაწილე მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ორიგინალური სამეცნიერო პროექტის თეზისები (2 ეგზემპლარად) არაუმეტეს ორი გვერდისა (დაბეჭდილი 1,5 ინტერვალით), რომელშიც თანმიმდევრობით მითითებული უნდა იყოს დარგი, პროექტის სათაური, ავტორის გვარი და სახელი, თეზისების ბოლოს მითითებული უნდა იყოს საფოსტო მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. სამეცნიერო პროექტების შეფასებას განახორციელებს ფონდის მიერ მოწვეული კომპეტენტური ჟიური (შესაბამისი დარგების მეცნიერები).
შეფასება ჩატარდება ორ ტურად. I ტურში შეფასდება შემოსული ნაშრომების შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. თეზისების გაფორმების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება. II ტურში გადასულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო პროექტი (ორ ეგზემპლარად) არაუმეტეს ათი გვერდისა (საჭიროების შემთხვევაში ილუსტრაციებით არაუმეტეს ათი გვერდისა, ანუ პროექტის გვერდების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოც გვერდს).
პროექტების პრეზენტაციის დროს შეფასების კრიტერიუმები იქნება: ორიგინალობა, შემოქმედებითი მიდგომა აქტუალური პრობლემის შეფასებაში და გადაწყვეტაში; წერილობითი ფორმით წარმოდგენილი პროექტის ხარისხი; პრობლემის გადაწყვეტის გზების წარმოჩენა; დისკუსიის წაყვანის და ოპონირების უნარი ჟიურის წევრებთან; მონაწილის წვლილი წარმოდგენილ პროექტში; მიღებული შედეგების დასაბუთებული ინტერპრეტაცია.
მეორე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული პროექტების ავტორებს გადაეცემათ პრიზები და ფულადი ჯილდოები.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში პროექტების თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 აპრილი, 17:30 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.