ფინეთის საერთაშორისო მობილობის ცენტრის სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
ფინეთის საერთაშორისო მობილობის ცენტრი (CIMO) აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო/კვლევით პროგრამებს. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 12 თვემდე ვადით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელ კანდიდატებს.
სტიპენდია: ყოველთვიურად 800 ევროდან 1200 ევრომდე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ბეჭდური სახით ელექტრონულად უნდა გაგზავნონ ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა ფინურ, შვედურ ან ინგლისურ ენებზე. სააპლიკაციო ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ თანდართულ დოკუმენტებს:
• ერთ გვერდიან სამოტივაციო წერილს;
• კანდიდატის სრულყოფილ და აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელ რეზიუმეს (CV);
• 2 გვერდიდან 5 გვერდამდე მოცულობის მომავალი კვლევითი საქმიანობის გეგმას.
სასურველია, სტიპენდიის მსურველი კანდიდატი სარგებლობდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის პოლისით, რადგან მოცემული სტიპენდიით დაზღვევა გათვალისწინებული არ არის.
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის, მაგრამ კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმა უნდა გაგზავნოს სასურველი სასწავლო კურსისათვის შემოთავაზებული სასტიპენდიო პერიოდის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.