ევროხმელთაშუაზღვის ფორუმი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
ჩიოსის ხმელთაშუაზღვისპირეთის საქმეთა ინსტიტუტი (CIMA) აცხადებს ევროხმელთაშუაზღვის ფორუმს. ახალგაზრდა მკვლევარებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ ფორუმში და განიხილონ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებული არაერთი აქტუალური საკითხი.
ფორუმის ჩატარების ადგილი და თარიღი:
თურქეთი, ქალაქი სტამბოლი, 2011 წლის 13 -15 აპრილი;
ფორუმში მონაწილეობენ შემდეგი მიმართულებების დოქტორანტი სტუდენტები, ანალიტიკოსები და მკვლევარები: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებანი, მედია და კომუნიკაცია, მიგრაცია, უსაფრთხოება და კულტურა.
არაევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებისათვის ფორუმში მონაწილეობის საფასური შეადგენს 100 ევროს. დაინტერესებულ კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
ფორუმში მონაწილეობის მსურველმა პირებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამეცნიერო – კვლევითი სამოტივაციო რეფერატი (500 - 700 სიტყვა). დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.