ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ასოციაცია EURASHE-ს საერთაშორისო კონფერენცია

EURASHE (ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ასოციაცია) იწყებს რიგით 21-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების მსრუველთა რეგისტრაციას. კონფერენცია ჩატარდება საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 2011 წლის 31 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით. კონფერენცია შეეხება ორ ძირითად თემას:

–      პროფესიული განათლების პროგრამები სხვადასხვა სახელმწიფოთა კონტექსტში;
–    მობილობის შესაბამისი პროგრამები ევროკავშირის შიდა და გარე პარტნიორებთან.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ლიდერობის პოტენციალის მქონე საერთაშორისო სტუდენტები და განათლების სისტემის სხვა მეცნიერ - მუშაკები. კონფერენციაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 450 ევროს. მონაწილეთათვის გათვალისწინებულია საზეიმო სადილზე დასწრება, რომლის ღირებულებაა 65 ევრო.

მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები