ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ევროპის უფლებათა დაცვის სამაგისტრო პროგრამა

ევროპულმა კომისიამ გამოყო დაფინანსება 5 მილიონი ევროს ოდენობით სამაგისტრო პროგრამების მხარდასაჭერად ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიზაციის დარგებში არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის.

პროგრამის გლობალურ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და სამართლის აღიარებული ნორმების დაცვის მიზნით საერთაშორისო სტრუქტურული ბაზების გაძლიერება.

მოცემული პროგრამისათვის გამოყოფილი გრანტების ოდენობა შეადგენს 400.000 ევროდან 1.5 მილიონ ევრომდე თანხას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• წარმოადგენდნენ იურიდიულ პირებს;
• არ წარმოადგენდნენ მოგების მიღების მიზნით დაფუძნებულ ორგანიზაციებს;
• წარმოადგენდნენ ან ეკუთვნოდნენ უმაღლესი განათლების დაწესებულებას;
• პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებელნი პროგრამით გათვალისწინებულ ქმედებათა მომზადებასა და ხელმძღვანელობაზე, არ უნდა გამოდიოდნენ შუამავალთა როლში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 2 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული:
http://enpi-info.eu/main.php?id=20355&id_type=1&lang_id=450

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები