ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ორგანიზაციის (EMBO) სტიპენდიები
ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ორგანიზაცია ევროსაბჭოს მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია კონკურსს მოკლევადიან და გრძელვადიან სტიპენდიებზე.
კვლევის სფეროები მოიცავს ბიოლოგიას, ბოტანიკას, ზოოლოგიას, მიკრობიოლოგიასა და გენეტიკას.
გრძელვადიანი სტიპენდიები (EMBO Long-Term Fellowships) გაიცემა მაქსიმუმ 2 წლის ვადით პოსტ-სადოქტორო კვლევების განსახორციელებლად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კვლევით დაწესებულებებში.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა არის ყოველი წლის 15 თებერვალი ან 15 აგვისტო.
მოკლევადიანი სტიპენდიები (EMBO Short-Term Fellowships) გაიცემა სამეცნიერო ვიზიტებისთვის მაქსიმუმ 3 თვის ვადით.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს დაგეგმილ ვიზიტამდე 3 თვით ადრე.
სააპლიკაციო ფორმები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://www.embo.org/programmes/fellowships.html
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.