ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიები

ევროპის კოლეჯმა 2010-2011 აკადემიური წლისათვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის გამოყო სტიპენდიები მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ბრუგესა და ნატოლინის (ვარშავა) კამპუსში.

სტიპენდია ფარავს სწავლების საფასურს და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კვებისა და ცხოვრების ხარჯებს.

ევროპის კოლეჯი ახორციელებს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

  •  ევროპული ინტერდისციპლინარული კვლევები (European Interdisciplinary Studies)
  •  ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია (EU International Relations and Diplomacy Studies)
  •  ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები (European Political and Administrative Studies)
  •  ევროპული ეკონომიკური მეცნიერებები (European Economic Studies)
  •  ევროპული იურიდიული მეცნიერებები (European Legal Studies)
  •  ევროპული სამართალი და ეკონომიკური ანალიზი (European Law and Economic Analysis (ELEA) specialisation)

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ:822 29 47 11

 

 

 

 

ბანერები