ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თურქეთში
საერთაშორისო საზაფხულო სკოლას "PEM FUEL CELLS APPLICATIONS and INTEGRATION" ორგანიზებას უწევს ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი, ენერგეტიკის ინსტიტუტი UNIDO-ს ჰიდროგენების ენერგო ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრთან (ICHET) თანამშრომლობით.
საზაფხულო სკოლის თემატიკა მოიცავს სამეცნიერო და მატერიალური მეცნიერებების საფუძვლებს და სათბურ ელემენტებში (PEM fuel cells) ელექტროქიმიის გამოყენებას.
საზაფხულო სკოლის ჩატარების თარიღია: 2010 წლის 19-23 ივლისი.
ჩატარების ადგილი: სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი, სტამბოლი, თურქეთი.
დაფინანსება იმ შემთხვევაში თუ მონაწილე დაფარავს მგზავრობის ხარჯებს, ორგანიზატორები სთავაზობენ სტამბოლის უნივერსიტეტის გუმუსიუს სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართის, კვების და საკონფერენციო მასალების ხარჯის დაფარვას (სულ 100 ევროს ოდენობით).
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.