ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ევროკავშირის სტიპენდიების პროგრამა მეზობელი სახელმწიფოების კურსდამთავრებული სტუდნეტებისთვის

ევროკავშირის გაერთიანება აცხადებს კონკურსს მეზობელი სახელმწიფოების (მათ შორის საქართველოს) კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის ბელგიის (ბრუგე) ან  პოლონეთის (ვარშავა, ნატოლინი) უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო კურსების გასავლელად სხვადასხვა მიმართულებების განხრით. დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ შესაბამის (მინიმუმ ბაკალავრის) აკადემიურ ხარისხს მათ მიერ შერჩეულ პროგრამით განსაზღვრულ მიმართულებაში. კანდიდატის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი, დანართი და სხვა) შესაბამისობაში უნდა იყოს ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან.

პროგრამით გათვალისწინებულ წამყვან მიმართულებებს განეკუთვნება:
•    პოლონეთი – ევროპული ინტერდისციპლინარული სწავლებანი;
•    ბელგია – ევროპული ეკონომიკური სწავლებანი;
•    საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატიური სწავლებანი;
•    ევროპული საკანონმდებლო სწავლებანი; პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლებანი.

პროგრამის ძირითად სამუშაო ენებს წარმოადგენს ინგლისური და ფრანგული. მონაწილეობის მსურველ თითოეულ კანდიდატს მოეთხოვება ამ ორი ენიდან იმ ენის სრულფასოვნად ფლობა, რომელ ენაზეც ჩატარდება მის მიერ შერჩეული სასწავლო კურსი.

პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიებით სრულად ანაზღაურდება სასწავლო პროცესთან, დაბინავებასთან, კვებასა და მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები.
 
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მარტი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები