ევრო-ხმელთაშუაზღვის ფორუმი კულტურული დიპლომატიის საკითხებზე
საბერძნეთის ჩიოსის ხმელთაშუა ზღვის ურთიერთობათა ინსტიტუტი (CIMA) კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტთან (ICD) და ხმელთაშუა ზღვის სწავლებათა დეპარტამენტთან ერთად 2010 წლის 11-14 მაისს აწყობს პირველ ევრო-ხმელთაშუაზღვის ფორუმს კულტურული დიპლომატიის საკითხებზე. ფორუმი ჩატარდება საბერძნეთის კუნძულ როუდზე (Island of Rhodes).
სასურველი კანდიდატები: ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული კავშირების აქტივისტები, სტუდენტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდა პროფესიონალები.
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ანთროპოლოგიის, სოცილოლგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, კულტურულ სწავლებათა, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მაძიებლებსა და მკვლევარებს.
ფორუმზე დასწრების ანაზღაურება განისზღვრება 200 ევროთი ევროპელი და 1500 ევროთი არაევროპელი მოქალაქეებისათვის. აღნიშნულ თანხაში შედის დაბინავება (5 ღამე), კვება 4 დღის განმავლობაში და მგზავრობის ხარჯები.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:
http://www.tsu.ge/data/file_db/International/Call%20for%20Proposals.pdf
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 899 21 16 70 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)