ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საინჟინრო საქმეში

პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას მოწინავე უნარ-ჩვევებით პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის განხრით, აგრეთვე სპეციალიზირებული უნარ-ჩვევებით ორ ისეთ არსებით სფეროში, როგორებიცაა: ქარხნულ წარმოებათა სისტემები და თანამედროვე ჭედური სისტემები. სამაგისტრო პროგრამა ერთობლივად წარმოდგენილია ესტონეთის ორი უდიდესი საჯარო უნივერსიტეტის მიერ - ტარტუს უნივერსიტეტი და ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ ორივე უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად დამოწმებულ მაგისტრის ორმაგ ხარისხს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმები:

- ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებულის) სამეცნიერო ხარისხი ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებანი, პროგრამული უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საინფორმაციო სისტემები ან სხვა მონათესავე დარგები. რაც შეეხება ბაკალავრის ხარისხის მქონე კანდიდატებს მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიაში, საინჟინრო საქმეში, ბიზნესსა და ეკონომიკაში, მათ დამთავრებული უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 24 კრედიტისაგან შემდგარი სასწავლო კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით პროგრამირების, მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალობებში.
- ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდია მოიცავს სასწავლო გადასახადის სრულად ანაზღაურებას მთელი სასწავლო კურსის მიმდინარეობის განმავლობაში.

პროგრამის მიმდინარეობის ენაა ინგლისური. პროგრამა 2 წლიანია, საკრედიტო ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბაკალავრის (4 წლიანი კურსი) ხარისხის მფლობელი კანდიდატებისათვის. პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 3300 აშშ. დოლარს წელიწადში და ფარავს სწავლის საფასურს, არსებითი მნიშვნელობის მქონე სასწავლო მასალების ხარჯებს, მონაწილეთა ხელმძღვანელების ანაზღაურებასა და თეზისების მოსამზადებლად აუცილებელ სახსრებს. აღნიშნული სტიპენდია ავტომატურად დაენიშნება 2010/2011 წლებში სასწავლო კურსის გასავლელად მიღებულ ყველა სტუდენტს. გარდა ამისა, აკადემიური წარმატების გათვალისწინებით, სტუდენტს შესაძლებელია გამოეყოს დამატებითი სტიპენდია 2550 აშშ. დოლარის ოდენობით.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდი:
http://www.ut.ee
ან მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები