ესტონეთის რესპუბლიკის გრანტები
ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ და არქიმედეს ფონდმა 2010-2011 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყო 2 გრანტი სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლით პროგრამებზე სასწავლებლად.
სტიპენდიის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 10 თვე - 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის ივლისამდე. სტიპენდია არ გულისხობს ხარისხის მინიჭებას. შესაბამისად, აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება და სწავლის ქირის გადახდა.
ესტონეთის მხარის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის ოდენობა შეადგენს:
- 4500 ესტონურ კრონას ყოველთვიურად - მაგისტრატურის სტუდენტებისათვის (მათ შორის 1200 ესტონურ კრონას საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად);
- 6000 ესტონურ კრონას ყოველთვიურად - დოქტურანტურის სტუდენტებისათვის (მათ შორის 1200 ესტონურ კრონას საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად).
აპლიკანტი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• აპლიკაციის ფორმა (www.archimedes.ee/amk/File/Archimedes2010WD.doc);
• CV;
• რეკომენდაცია;
• სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა სასწავლებლიდან;
• დეტალური სამუშაო გეგმა;
• დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• მოწვევის წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან;
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ ეგზემპლარად.
აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს უნდა აცნობოს რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 12 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11