ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ესტონეთის არქიმედეს ფონდის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის ტალინის უნივერსიტეტში

ესტონეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად, ესტონეთის არქიმედეს ფონდი 2010-2011 სასწავლო წლისათვის აცხადებს განაცხადების მიღებას ტალინის უნივერსიტეტში სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამის გასავლელად გამოყოფილი გრძელვადიანი სასტიპენდიო გრანტების მისაღებად.

სტიპენდიით ანაზღაურებადი თანხა:
• ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ყოველთვიურად 4500 ესტონური კრონა (საცხოვრებელი ხარჯების დასაფარი დამატებითი 1200 ესტონური კრონის ჩათვლით);
• დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ყოველთვიურად 6000 ესტონური კრონა (საცხოვრებელი ხარჯების დასაფარი დამატებითი 1200 ესტონური კრონის ჩათვლით);

მოცემული სტიპენდიების მოპოვება სტუდენტების გარდა შეუძლიათ ასევე მეცნიერ-მკვლევარებსა და აკადემიურ პერსონალს. სტუდენტებისათვის გრძელვადიანი სტიპენდიები განისაზღვრება ერთიდან ათ თვემდე (1-10) ვადით. აკადემიური პერსონალის ესტონეთში მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტი ოცდაერთი (21) დღით, ხოლო გრძელვადიანი ვიზიტი ოცდაერთ (21) დღეზე მეტი ვადით. რაც შეეხება ტალინისა და ტარტუს უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილ მრავალფეროვან საზაფხულო კურსებს, მათი ჩატარების ვადა განისაზღვრება 2010 წლის ივლისიდან აგვისტომდე.
კანდიდატებმა თავად უნდა იზრუნონ ესტონეთში გასამგზავრებელი და სამშობლოში დასაბრუნებელი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაზე. მოცემული სტიპენდია ითვალისწინებს მხოლოდ ერთი პირის საცხოვრებელი ხარჯების უზრუნველყოფას, სტიპენდიანტთა ოჯახის წევრების დაბინავება გათვალისწინებული არ არის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• სარეკომენდაციო წერილი;
• სტუდენტისა ან აკადემიური პერსონალის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მშობლიურ უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის;
• დეტალური სამუშაო გეგმა (საზაფხულო კურსების გავლის მსურველი კანდიდატების გარდა);
• დიპლომის დამოწმებული ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად (საზაფხულო კურსების გავლის მსურველი კანდიდატების გარდა);
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• მოწვევის წერილი ტალინის ან ესტონეთის სხვა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან.
ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე.

განაცხადის წარდგენა არქიმედეს ფონდში კანდიდატებმა უნდა მოახდინონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მეშვეობით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საკონტაქტო პირი: ნინო სვანაძე: mailfornino@mes.gov.ge), რომლებმაც შერჩეული სააპლიკაციო ფორმები არქიმედეს ფონდს უნდა მიაწოდონ 2010 წლის 21 მაისამდე.

მოცემულ სტიპენდიებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.smartestonia.ee

ან მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

 

 

ბანერები