ესტონეთის აკადემიური ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ''ეროვნული ენები აკადემიურ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში''
ესტონეთის აკადემიური ცენტრი ესტონური ენისა და კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2011 წლის 29 - 30 აგვისტოს ტალინის უნივერსიტეტში ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ეროვნული ენები აკადემიურ კვლევასა და უმაღლეს განათლებაში.“ კონფერენცია იმართება ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულად წარმოადგინონ ოც წუთიანი საკონფერენციო მოხსენებების თეზისები ენის საკითხებსა და პოლიტიკაზე, აგრეთვე ეროვნულ ენებზე ინგლისური ენის გავლენასთან დაკავშირებით. რეფერატი არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს გაეწევათ დახმარება კომფორტულ პირობებსა და ხელმისწვდომ ფასში დაბინავების მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.