ესსეების კონკუსი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე "გენდერი და თანამედროვეობა". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსის პირობები:
• ესსე უნდა ასახავდეს საქართველოში გენდერთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას;
• ესსე შეიძლება ეხებოდეს შემდეგ თემებს - გენდერი და შრომითი ურთიერთობები, გენდერი და ოჯახური ურთიერთობები, გენდერი და ძალადობა, საზოგადოება, გენდერი და სტერეოტიპები, გენდერული უთანასწორობა, გენდერი და მედია, განათლების სისტემა და გენდერი, გენდერი და კანონმდებლობა და ა.შ.;
• მონაწილეები არ არიან შეზღუდული ჩამოთვლილი საკითხებით;
• ნაწერის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;
• ესსე უნდა იყოს ქართულ ენაზე.
კონკურსის ეტაპები:
• კონკურსი ტარდება ორ ძირითად ეტაპად;
• მოწოდებულ ესეებზე თანდართული თეზისების საფუძველზე ჟიური შეარჩევს; სტუდენტურ კონფერენციებზე მონაწილე კონკურსანტებს;
• სტუდენტურ კონფერენციებზე მონაწილე კონკურსანტები ჟიურის და მონაწილეებს წარუდგენენ ესეებს - ნაშრომის პრეზენტაცია და დისკუსია;
• ესეებისა და პრეზენტაციების შეფასებათა შეჯამების შედეგად ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნაშრომებს;
• გამოვლინდება სამი საუკეთესო ესსეს ავტორი;
• შემაჯამებელ კონფერენციაზე დასახელდება საუკეთესო ესსეს ავტორი, რომელიც დაჯილდოვდება.
კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება სპეციალურ კრებულში პუბლიკაციის სახით, ესეები გამოქვეყნდება აგრეთვე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებ-გვერდზე. გამოვლენილი გამარჯვებული ესსეს ავტორი გაემგზავრება გერმანიაში გენდერის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.
ესსეს ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.
კონკურში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• სტუდენტური ბილეთის ასლი;
• თავფურცელი (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, თემის სათაური);
• ესსე (4-10 გვერდი) ქართულ ენაზე;
• თეზისები (არა უმეტეს 2 გვერდისა) ქართულ ენაზე.
შენიშვნა: ესსეს ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს "LitNusx"-ში ან "AcadNusx"-ში, ხოლო უცხოენოვანი - "Times New Roman"-ში, შრიფტის ზომა - 12, სქოლიოს ზომა - 10, სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11