ესპანეთის სენტ ლუისის უნივერსიტეტის სტიპენდიები დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის
ესპანეთის სენტ ლუისის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტებისათვის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სტიპენდიაზე მიღებას. სასწავლო კურსი დაიწყება 2010 წლის შემოდგომაზე.
საჭირო დოკუმენტები:
• ესსე;
• რეზიუმე;
• 2 სარეკომენდაციო წერილი.
სავალდებულო მოთხოვნები სტიპენდიის მოსაპოვებლად:
• სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საკუთარი უმაღლესი სასწავლებლის სრული სასწავლო პროგრამის მინიმუმ 1/3;
• ჰქონდეს ACT და SAT ტესტებში მაღალი ქულა;
• აკადემიური მოსწრების საშუალო 3.25 ან უფრო მაღალი ქულა.
• სტიპენდიის კანდიდატებად განიხილებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
აღნიშნული სტიპენდია მოიცავს 13 000 აშშ. დოლარს ყოველწლიურად.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:ww0w.slu.edu/x5175.xml
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)