ესპანეთის დიპლომატიური სკოლის სამაგისტრო პროგრამა
ესპანეთის დიპლომატიური სკოლა აცხადებს მიღებას დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე 2010-2011 აკადემიური წლისათვის.
აღნიშნული სასწავლო კურსით დაინტერესებულ პირებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება, ესპანური ენის ცოდნის მაღალი და ინგლისური ენის ცოდნის საშუალო დონე.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კომისიის მიერ. შერჩეულ კანდიდატებს შეუძლიათ სასწავლო კურსის სტიპენდიებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართონ ესპანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს.
ესპანეთის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2010 წლის 31 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.maec.es/es/MenuPpal/Ministerio/EscuelaDiplomatica/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)