ესპანეთის ბარსელონის ბიზნესის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამები
ესპანეთის ქალაქ ბარსელონის ბიზნესის მარკეტინგისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სკოლა აცხადებს კონკურსს შესაბამის მიმართულებებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი სტუდენტებისთვის სამაგისტრო სასწავლო კურსების გასავლელად. პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საერთაშორისო ბიზნეს - ადმინისტრირება, ბიზნესის მენეჯმენტი (მართვა), მარკეტინგის მენეჯმენტი, ბიზნეს - კომუნიკაცია, საერთაშორისო ვაჭრობა და საერთაშორისო მარკეტინგი.
პროგრამა ნაწილობრივ ფასიანია, თუმცა წარჩინებული კანდიდატებისთვის შესაძლებელია სასწავლო გადასახადის სოლიდური ნაწილის ამანაზღაურებელი დაფინანსების მოპოვება. პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• საზღვარგარეთის პასპორტის ორიგინალი და ფოტოასლი (ორიგინალის წარდგენა მოხდება პირადად);
• სტუდენტური ვიზის ორიგინალი და ფოტოასლი (ორიგინალის წარდგენა მოხდება პირადად);
• თვითმფრინავის ბილეთისა ან საზღვრის გადაკვეთის ნებართვის ფოტოასლი;
• სკოლაში სტუდენტის მიღების დამადასტურებელი თანხმობის წერილი.
პროგრამაზე განაცხადების გაგზავნის ზუსტი ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. განაცხადები მიიღება ადგილების შევსებამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.