ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის სტიპენდიები
ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი აცხადებს კონკურს ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე შემდეგი მიმართულებით:
ადამიანის უფლებები ( პრაქტიკა და თეორია ) MA;
ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავება MA;
საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალი და ადამიანის უფლებების დაცვა LLM;
საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში LLM.
ძირითადი მოთხოვნები:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;
უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;
უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის IELTS ჩაბარება);
არ უნდა ჰქონდეთ მიღებული ფინანსური დახმარება ინგლისის მთავრობისაგან;
არ უნდა იყვნენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოს ან ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის თანამშრომლები;
• სწავლის დამთავრების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.
ესექსის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: www.essex.ac.uk ; www.sx.ac.uk ; www.essex.ac.uk/hrc ; www.sx.ac.uk/hrc
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)