ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერთწლიანი სტიპენდია პოლიტიკური მეცნიერებების განხრით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორანტურის ორი სტუდენტისათვის

საერთაშორისო სასწავლო პროგრამა ASCN 2010 წლის სექტემბერში გამოაცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორანტურის ორი სტუდენტისათვის განკუთვნილ ერთწლიან სტიპენდიებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

სტიპენდიის მისაღებ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორანტურის სტუდენტი და მუშაობდეს სადისერტაციო ნაშრომზე პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. (დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესები.) კონკურსში მონაწილეობა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი კანდიდატისათვის, რომელიც 2010 წლის ოქტომბრისათვის იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პირველი ან მეორე კურსის სტუდენტი.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები (2 სტუდენტი) ყოველთვიურად მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ სტიპენდიას (700 ლარის ოდენობით) სადოქტორო ნაშრომზე სრულფასოვნად მუშაობის გაადვილების მიზნით. გარდა ამისა, სტიპენდია გაითვალისწინებს სრულ დაფინანსებას, რათა შერჩეულმა სტიპენდიანტმა 2 თვიანი სამეცნიერო ვიზიტი განახორციელოს შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტში, აგრეთვე შესაძლებლობა მიეცეს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ოფიციალური განცხადება მოცემული სტიპენდიის შესახებ განთავსდება 2010 წლის სექტემბრისათვის ვებ–გვერდზე: http://www.ascn.ch/en.html, ისევე როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: http://www.iliauni.edu.ge/. ინფორმაციის განთავსება მოხდება მაშინვე, როგორც კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორანტურის კანდიდატთა ახალი ნაკადის მიღებას.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადა იქნება 2010 წლის ოქტომბრის ბოლო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები