ეროვნული შეჯიბრი საკონსტიტუციო სამართალში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში.
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.
მონაწილეობის პირობები:
• შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს;
• გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2011 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
განაცხადები მიიღება 2011 წლის 20 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.