ერასმუს მუნდუსის სტიპენდიები რაოდენობრივ ეკონომიკაში
ერასმუს მუნდუსი აცხადებს ეკონომიკასა ან მონათესავე მეცნიერებებში მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი წარჩინებული სტუდენტებისთვის რაოდენობრივ ეკონომიკაში სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამას. სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია პროგრამის ვებ–გვერდზე.
პროგრამის სახელწოდებაა „რაოდენობრივი ეკონომიკის მოდელები და მეთოდები“ (QEM). პროგრამა აერთიანებს ხუთ საერთაშორისო უნივერსიტეტს, ესენია: ესპანეთის ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი, გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტი, ბელგიის ლუვეინის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთის პარიზის პანთეონ–სორბონის უნივერსიტეტი და იტალიის ვენეციის ფოსკარის უნივერსიტეტი. პროგრამა მოიცავს ეკონომიკასთან დაკავშირებულ ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ეკონომეტრიკა, სტატისტიკა, ფინანსები, ექსპერიმენტული დიზაინი, პოლიტიკური მეცნიერებანი, გამოთვლა და მოდელირება, მათემატიკური მოდელირება, ეკონომიკური ალბათობანი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ინგლისურ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული ინგლისური თარგმანითურთ PDF ფაილის ფორმატში ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი;
• ეროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად (მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში გავლილ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასებების ამსახველი დოკუმენტაცია);
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL-სა ან იელტური შეფასების ოფიციალურ ტესტებში მიღებულ შეფასებათა დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• პასპორტის ზომის ფოტოსურათი სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად, რომლის გაგზავნასაც კანდიდატი ჩათვლის მიზანშეწონილად.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.