ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო სტიპენდიები ბირთვული სინთეზის მეცნიერებასა და საინჟინრო ფიზიკაში

ცხადდება ერასმუს მუნდუსის ბირთვული სინთეზის მეცნიერებისა და საინჟინრო ფიზიკის სამაგისტრო პროგრამა. დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს საინჟინრო, გამოყენებით ფიზიკასა თუ სხვა მასთან დაკავშირებულ დარგებში.

პროგრამა აერთიანებს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს:
ბელგია - გენტის უნივერსიტეტი;
საფრანგეთი - ნენსის ჰენრი პოინკარეს უნივერსიტეტი;
ესპანეთი - მადრიდის „Universidad Complutense” და მადრიდის კარლოს მესამის უნივერსიტეტი;
გერმანია -  შტუტგარტის უნივერსიტეტი.
აღნიშნული უნივერსიტეტებიდან პროგრამა ითვალისწინებს მაგისტრის ორმაგი ან ერთობლივი ხარისხის მინიჭებას.

ე.წ. „მესამე ქვეყნების“ სტუდენტებისთვის პროგრამით განსაზღვრული წლიური სტიპენდიის სრული ოდენობა შეადგენს 24.000 ევროს სასწავლო, დაბინავების, მგზავრობის, დაზღვევისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    უახლესი ფოტოსურათის დასკანერებული ვარიანტი;
•    სტანდარტული ფორმით შედგენილი 3 სარეკომენდაციო წერილი;
•    დიპლომის დამოწმებული და ინგლისურად თარგმნილი ასლი;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: TOEFL - ხელნაწერი ტესტი 550 ქულა, კომპიუტერული ტესტი 213 ქულა, ინტერნეტ ტესტი 95 ქულა ან 6,5 ქულა იელტური შეფასებით);
•    საზღვარგარეთის პასპორტის იმ გვერდების ასლები, რომლებიც შეიცავენ კანდიდატის ვინაობას, პასპორტის ნომერსა და მოქმედების ვადას;
•    აღნიშნული დოკუმენტაციის შევსების შემდეგ აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის ამობეჭდვა, ხელმოწერა და თარიღის დასმა ელ–ფოსტით გაგზავნამდე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები