ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა "ტყისა და ბუნების მდგრადი მართვა"
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისათვის ცხადდება ერასმუს მუნდუსის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა "ტყისა და ბუნების მდგრადი მართვა".
პროგრამაში მონაწილეობს 5 ევროპული უნივერსიტეტი:
• დანიის კოპენჰაგენის უნივერსიტეტი;
• ირლანდიის ბანგორის უნივერსიტეტი;
• გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტი;
• სასოფლო – სამეურნეო მეცნიერებათა შვედური უნივერსიტეტი;
• იტალიის პადოვას უნივერსიტეტი.
მოცემული ორწლიანი პროგრამის ერთ სასწავლო წელს სტუდენტები გაივლიან ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო მეორე წელს დარჩენილი ოთხი სასწავლებლიდან ერთერთში. სწავლის დასრულების შემდგომ მიენიჭებათ მაგისტრის ორმაგი ხარისხი.
პროგრამის ფარგლებში არაევროკავშირის წევრი ე.წ. „მესამე ქვეყნების“ სტუდენტებისათვის გამოყოფილია დაახლოებით 20 სტიპენდია, მთლიანობაში 48.000 ევროს ოდენობით.
მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეთ გავლილი 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობის სასწავლო კურსი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქვეყანაში.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.